საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ კუჭავა: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერას გააძლიერებს

ღონისძიებები 07 დეკემბერი 2017
კახაბერ კუჭავა: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერას გააძლიერებს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. 

აღნიშნული განცხადება კახა კუჭავამ შვედეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სააგენტოს გენერალურ დირექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„წლების განმავლობაში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოხარულები ვიყავით, გაგვეგო, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. განსაკუთრებით, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის მიმართულებაზე, რომელიც SIDA-სთვის პრიორიტეტია და დავგეგმეთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ კუთხით თანამშრომლობა. ძალიან ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ შეგვიძლია შვედეთის გამოცდილების გაზიარება და რაც ყველაზე მთავარია, მათი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო დაგვიდგნენ გვერდში და გრძელვადიანი ხედვების მიმართულებით მაქსიმალურად შედეგიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ საქართველოსთვის“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაკეთდა.

„საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ჩვენ წინ გვაქვს სატყეო რეფორმა, წყლის რეფორმა, სამთო რეფორმა - ყველა ის საკითხი, რომლებშიც ჩართვა SIDA-ს ძალიან აინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ გრძელვადიანი ხედვა ქვეყნისთვის და იმ სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან მდგრად განვითარებას გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით“,- განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
25 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

მსგავსი

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა
22 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
17 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
16 სექტემბერი 2020

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში
14 სექტემბერი 2020

ნინო წილოსანი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი - სრულიად ახალი სტანდარტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R