საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 10 დეკემბერი 2019
ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ნოდირი შაჰნოზას და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

ტაჯიკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციის წევრები შეხვედრაზე საქართველოში იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის საკანონმდებლო ბაზით დაინტერესდნენ და მათი საქმიანობასთან დაკავშირებულ ნორმატიულ და სამართლებრივ აქტებს გაეცნენ.

„შეხვედრაზე ტაჯიკელ სტუმრებს ის საკანონმდებლო ბაზა გავაცანით, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის საქმიანობა რეგულირდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტაჯიკეთი ანალოგიური სერვისების შექმნაზე მუშაობს და მათი ინტერესის სფეროს საქართველოს გამოცდილება და ქართული მოდელის გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრაზე ჩვენ ასვე შევეხეთ ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ტურიზმის ხელშეწყობა, პირდაპირი ავია მიმოსვლა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

შეხვედრაზე, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი დაესწრო, ქართველმა კანონმდებლებმა ტაჯიკელ სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი გააცნეს და ამ მიმართულებით მომზადებულ სოციალურ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვით პროგრამებზე ისაუბრეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან
07 სექტემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

მსგავსი

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ
01 აგვისტო 2020

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა
14 მაისი 2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20 მარტი 2020

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო
27 თებერვალი 2020

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R