საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა: ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში იდგეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 19 ივლისი 2017
სოფიო ქაცარავა: ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაღალი დონის შეხვედრების დღის წესრიგში იდგეს

სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის თემის განხილვას დაეთმო პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარე ამბასადორიალის ერთ-ერთი სესია, რომელზეც მოხსენებებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე, სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე წარსდგნენ.

მომხსენებლებმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და შერიგების პოლიტიკის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოსვლის დასაწყისში, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში საკანონმდებლო ორგანოს როლის მნიშვნელობა აღნიშნა და ამბასადორიალის პარლამენტში გამართვის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.

სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან გატარებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ქვეყანა პრაგმატულ და დაბალანსებულ პოლიტიკას ახორციელებს და აღნიშნულ მიდგომებს ალტერნატივა არ აქვს. 

„მიუხედავად ასეთი დაბალანსებული პოლიტიკისა, სამწუხაროდ, ვხედავთ რომ რუსეთის აგრესია გრძელდება და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. რუსეთის მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აგრესიული ჩარევა გრძელდება, რაც ცალსახად მიუღებელია. სწორედ ასეთ ფონზე, როდესაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს და აგრესიას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მხარდაჭერას. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგი, რასაც ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრებზე ვისმენთ. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, სადაც საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები აისახა. ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და მექანიზმს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და დეოკუპაციის თემა მაღალ დონეზე იყოს წამოწეული, ეს კი როგორც საპარლამენტო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, მინსკის საბოლოო დეკლარაციაში რუსეთის ქმედებებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე საკმაოდ მკაცრი ჩანაწერი გაკეთდა. „ჩვენ გვაქვს საინტერესო გეგმები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას შეეხება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას დაეთმო კომისიის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის გამოსვლა.

ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკის პროცესში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს აღნიშნული პანელის სხვა მომხსენებლებმა. გამომსვლელებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R