საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 07 ნოემბერი 2019
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

ვიზიტის პირველ დღეს მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის კულტურული დიპლომატიის აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრთან, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტთან ჰანს გერჰარდ პოტერინგთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან.

ბუნდესტაგის დეპუტატთან, ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების საკითხებზე, დირკ ვიზესთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინსტიტუციური, დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში განხორციელებული კონტრიბუციისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა
22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მსგავსი

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს
21 მაისი 2021

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა
13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

13 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
11 მაისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R