საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ჩუგოშვილი: „ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი და უფრო სამართლიანი“

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 11 სექტემბერი 2019
თამარ ჩუგოშვილი: „ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი და უფრო სამართლიანი“

„კარგად მესმის, თუ რამხელა შრომა, ენერგია, თავდადება და გამბედაობა გაქვთ თითოეულ ქალს ჩადებული თქვენს საქმიანობაში და იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყოთ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები. ვისურვებდი, რომ ყოველ მომდევნო წელს, ეს შემადგენლობა იყოს უფრო დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი, უფრო სამართლიანი და რაც მთავარია, ნაკლები დაბრკოლებები გვხვდებოდეს ჩვენ ერთად იმ გზაზე, რასაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა ჰქვია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაზე.

თამარ ჩუგოშვილმა დეტალურად ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორ მიმართულებაზე: ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„ეს არის ორი თემა, რომელიც ჩვენთვის იყო და არის პრიორიტეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც წელს შევარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნებს მნიშვნელობას და აქტუალობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ გქონდეთ შემოსავალი, გქონდეთ სამსახური, გქონდეთ დამოუკიდებლად არსებობის წყარო და შესაძლებლობა. ეს შემდგომ განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - სურვილს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ახლა უკვე, ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ვალდებულება არსებითი თანასწორობა უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით და ფრაზებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, 2017 წლის ბოლოს, ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენას შეეხებოდა, თუმცა, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული.

„ჩვენ, პრინციპში, პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან წამახალისებელ ნორმებს. კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომ პარტია, რომლის საარჩევნო სიაში 30%, ანუ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება, მიიღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტი იქნება ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ქალებისთვის, ვიდრე ეს დღეს არის და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იმედი მაქვს, რომ საკრებულოებისთვის 30%-იანი კვოტის გატანა შესაძლებელია. ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებზე შერეული სისტემა რჩება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ კვოტების გზით ხელი შევუწყოთ საკრებულოში ქალთა რაოდენობის გაზრდას,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ წელს მიმდინარეობდა მუშაობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობის შესწავლის მიმართულებით.

„პარლამენტი არის აქტიური და მონდომებული იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რთულად კი არ იყოს ქალებისთვის ხელმისაწვდომი, არამედ იყოს გახსნილი, ღია და მომართული იმისკენ, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყობს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს ამ პროგრამებში,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ქალების ეკონომიკურ გაძლიერების საკითხზე მუშაობისას, ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიულ გადამზადებაზე: „პროფესიული გადამზადების კვლევა აჩვენებს, რომ თუ სწორად არის გამართული პროგრამები, მაშინ დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი - 60%-ზე მეტი და ძალიან ბევრი ქალი, რომელიც გადამზადებას გადის, შემდეგ სამსახურს შოულობს“.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ დაგეგმილია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელიც ქალებისთვის კერძო სექტორში გარემოს უფრო ხელსაყრელს გახდეს.

მან ასევე ისაუბრა სექსუალური შევიწროების შესახებ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ინიციატორიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.

საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიური კონფერენციის სადისკუსიო პანელში - „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ ასევე მონაწილეობა მიიღო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის - „ქალთა ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ეკონომიკურ პროექტებზე” ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა
20 მაისი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

მსგავსი

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
26 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა
07 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა
09 მარტი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა

04 მარტი 2021

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R