საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავა: ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ

პარლამენტარები 17 მარტი 2020
თამარ ხულორდავა: ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები: თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნული შეთანხმების მიმართ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების მხარდაჭერას. 

„ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს შემოგვთავაზა, რომ როგორც ინდივიდუალური დეპუტატები შევუერთდეთ ამ შეთანხმებას, ვინაიდან ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, მოგვიწევს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მათი სრული მხარდაჭერა მიღწეული შეთანხმების მიმართ.

„ჩვენ თავიდანვე გამოცხადებული გვქონდა ჩვენი მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩს კიდევ ერთხელ გადავუხადეთ დიდი მადლობა მისი როლისთვის ამ პროცესში იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა და აქტიურობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი შედეგის მისაღწევად“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

თამარ ხულორდავამ იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად კორონავირუსის გამო ქვეყანში შექმნილი მდგომარეობისა, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის მიერ მიღებული იქნება.

„რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება გადატანილია კორონავირუსზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ამოცანები, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში დგას და ეს უპირველს ყოვლისა, ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. აუცილებელია, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანოთ შეთანხმება და დავაგვირგვინოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებებით“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R