საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ხულორდავამ ბერლინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 27 სექტემბერი 2019
თამარ ხულორდავამ ბერლინში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში, „ფოკუსი საქართველოზე“ ღონისძიებათა სერია დაიწყო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს საელჩომ ბერლინში უმასპინძლა პირველ დისკუსიას თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“.

ღონისძიების მთავარი კითხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს შეეხებოდა. 

„ჩვენს სურვილებს და ევროკავშირის მზაობას შორის საკმაოდ დიდი სივრცეა და აღმოსავლეთ პოლიტიკის მომავალი ალბათ საბოლოოდ ამ მოლოდინების დაახლოების შედეგი იქნება. ჩვენ მეტი გვინდა, ევროკავშირი კი ფრთხილობს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი, ჩვენი პრიორიტეტები არ შეიცვლება. ის, რაც ამ ფორმატში ვერ განხორციელდება, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტად დარჩება.
დისკუსიის მიზანია გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია, აქტუალურ თემებზე ინფორმაციის მიწოდების და დისკუსიაში მონაწილეობის გზით. გვსურს, საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერა გავაღვივოთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. 

დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ტომას შრაპელმა გახსნეს. 

დისკუსიაში, თამარ ხულორდავასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, მატერნ ფონ მარშალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის ცენტრალური შტაბის უფროსი, ბენედიქტ ცანკერი და კორბერის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ლიანა ფიქსი მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა
25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს
18 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი: დავიდ სასოლიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე პარტიებს შორის დიალოგს

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება
15 მაისი 2021

ევროპის დღის აღსანიშნავი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ
14 მაისი 2021

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

08 მაისი 2021

​საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი განცხადება „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R