საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ახალგაზრდობისა და მედიის“ თემაზე მომხსენებლად აირჩიეს

მედია და საზოგადოება 26 მარტი 2021
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ახალგაზრდობისა და მედიის“ თემაზე მომხსენებლად აირჩიეს
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კომიტეტის წევრებმა თემაზე - „ახალგაზრდობა და მედია“ თამარ ტალიაშვილი მომხსენებლად აირჩიეს.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმატებაა ის, რომ ევროპის საბჭო იწყებს მუშაობას ჩვენ მიერ ინიცირებულ საკითხებზე და ასევე, გლობალურად საზოგადოებისათვის, ამ უმნიშვნელოვანეს თემას ქართველი მომხსენებელი ეყოლება ევროპაში.

„ახალგაზრდობისა და მედიის საკითხებზე მუშაობისას მაქსიმალურად ვეცდები ჩავრთო ქართველი, ევროპელი ახალგაზრდები რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში, რადგან მჯერა რომ ახალგაზრდობის პოლიტიკა ახალგაზრდების აქტიური თანამონაწილეობით უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე მედიის როლი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისთვის“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნული კომიტეტის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ევროპის ქვეყნებში ისტორიის სწავლება, კოვიდ პანდემიის გავლენა განათლებასა და კულტურაზე, ახალგაზრდების როლის განმტკიცება კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში, სპორტული პოლიტიკა კრიზისულ პერიოდში და ასევე იმსჯელეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობისთვის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R