საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ალკოჰოლური სასმელების ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 02 ივნისი 2016
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ალკოჰოლური სასმელების ახალი ქარხნის გახსნას დაესწრო

საქართველოში ალკოჰოლური სასმელების კიდევ ერთი ახალი ქარხანა გაიხსნა. 

გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY“-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის გახსნას, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მეღვინეობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები დაესწრნენ.

პრემიერმინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა, ვინაიდან სოფლის ძლიერებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ექსპორტის წახალისებას და მსოფლიოში ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის შეფასებით, გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის საფუძველთაგანია და მისი განვითარების გარეშე ქვეყნის წინსვლაზე საუბარი მიზანშეუწონელია, ამ დარგს ეკონომიკურთან ერთად, ერთგვარი ეროვნულ–ტრადიციული ფორმაც აქვს.

„ის, რომ აგრარული პოლიტიკის მიზანმიმართული განვითარება დაიწყო, ამაზე კონკრეტულ პროექტებზე დახარჯული თანხები, გახსნილი ახალი საწარმოები და ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდაც მეტყველებს. როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე ხელშესახები შედეგები გვაქვს: გაიზარდა წარმოება, გაფართოვდა საექსპორტო ბაზარი და გაიზარდა ინვესტიციების წილი. პროგრესი, რა თქმა უნდა, მევენახეობა-მეღვინეობამაც განიცადა და ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს ღვინის ექსპორტის სტიმულირებისა და, რაც მთავარია, სარეალიზაციო ბაზრის დივერსიფიკაციისთვის. გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ ამ მიმართულებამ ერთიან სტრატეგიაში თავისი ღირსეული როლის შესრულება ეფექტიანად შეძლოს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მისივე განმარტებით, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს. საქართველოს ღვინის კულტურასთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ ღვინის მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საპატიო ადგილი დავიკავოთ.

„Bolero & Company“ 2012 წელს დაარსდა და საქმიანობა საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში დაიწყო, მან მალევე დაიკავა ლიდერი პოზიცია საექსპორტო ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს ჩამოსხმული პროდუქციის - ღვინისა და ბრენდის ექსპორტს რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის ბაზრებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
20 მაისი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა

მსგავსი

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს
29 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს
28 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო
27 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში
26 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R