საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო

მედია და საზოგადოება 27 Apr 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში კომიტეტში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებების ავტორთა ერთ ნაწილთან ონლაინ-რეჟიმში გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

ნინო წილოსანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ თემატურ მოკვლევას, რომელიც უკვე მიღებული კანონის გაანალიზებას, მისი ეფექტურობის და რეალობაში მუშაობის მონიტორინგს, ზოგადად კანონის აღსრულების დადებით თუ უარყოფით მხარეებს ეხება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს მიიღო პარლამენტმა და მას შემდეგ,

კანონში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება, თუმცა, როგორც კომიტეტში შემოსულ წერილობით მოსაზრებებში გამოიკვეთა, მათი ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონი ბოლომდე მაინც არ არის სრულყოფილი და იგი ხელს ვერ უწყობს ეფექტიანი და სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი), სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და მათ შემდგომ საქმიანობას.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოკვლევის მიზანიც ის არის, რომ გააანალიზონ, თუ რამდენად შესრულდა კანონი, რამდენად პასუხობს ის დასახულ ამოცანებს, როგორია კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზებისა და აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორები.

დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავიანთი პოზიცია და მოსაზრებები წარმოადგინეს ეკონომიკის დოქტორმა დავით მამუკელაშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოქსაძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ კიკნაველიძემ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „მამულის“ დირექტორმა ლიკა ცეცხლაძემ.

როგორც მოსმენაზე ითქვა, უპირველესად გასააქტიურებელია საინფორმაციო კამპანია, ვინაიდან ბევრგან იმის განცდა აქვთ, რომ კოოპერატივების შექმნით ხდება წარსულში დაბრუნება.

ასევე, აღინიშნა, რომ ადგილი აქვს კოოპერატივების მართვის პროცედურულ სირთულეებს, პრობლემურია ყოველწლიური გადასახადი. მენეჯმენტის დახვეწასთან ერთად, დღის წესრიგში დგას ტრენინგების აუცილებლობა. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა დარგის სპეციალისტების ნაკლებობა.

კოოპერატივები განმარტავენ, რომ აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიმართულების სხვადასხვა დარგში კადრების მომზადება და ა. შ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების ავტორთა ზეპირი მოსმენები ხვალაც გაგრძელდება, შემდეგ კი კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა შედგება.

ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ, კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც აისახება კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები, და თუ აუცილებელი გახდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზეც დაიწყება მუშაობა.

პროცესი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R