საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტარები 10 აპრილი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნესსაწარმოების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელსაც ჯგუფის თავმჯდომარე სურია დევა ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე, რომელშიც დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

„ჩვენ სტუმრებს გავაცანით რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათი მხარდაჭერის, რესოციალიზაციის და ინტეგრირების მიმართულებით მიმდინარეობს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მექანიზმები გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისა და ადეკვატური ზომების მიღებისთვის. საუბარი შეეხო იმ კომპლექსურ გეგმებსა და შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იყენებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, კერძო სექტორში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნესსაწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტი 2019 წლის 3 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან.

განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შესაბამის ანგარიშს მოამზადებს, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდება და განხილული იქნება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიის ფარგლებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R