საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ილია ნაკაშიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 19 თებერვალი 2020
ილია ნაკაშიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ქალბატონ ლი იანს შეხვდა.

ჩინეთის საელჩოში გამართული შეხვედრა თბილ და მეგობრულ წარიმართა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და თანამშრომლურ ურთიერთობებს, კულტურულ, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ისტორიულ თუ სავაჭრო სფეროებში, რომელიც სათავეს მრავალი საუკუნით წინ, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ პერიოდში იღებს.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ლაო ჯინ ჯაოს სახელობის მუზეუმის გახსნის იდეა იყო, ვის სახელსაც მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაის კულტურის განვითარება უკავშირდება. როგორც ცნობილია, 23 წლის ლაო ჯინ ჯაო ჩაქვში 1893 წლის ნოებერში ჩამოვიდა, სადაც 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი ინიციატივით შეიქმნა ჩაის ნერგების ორანჟერეა და ჩაის გადამამუშავებელი პირველი მცირე ფაბრიკა. ლაო ჯინ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილ ჩაის 1900 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე ოქროს მედალი მიენიჭა წარწერით – „კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა“. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქალბატონმა ლი იანმა სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე გამოთქვა ბათუმში კონფუცის ინსტიტუტის დაარსების სურვილი. როგორც ცნობილია კონფუცის ინსტიტუტების ქსელი დაახლოებით 1000 სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს. ის მსოფლიოს 120 ქვეყანაშია წარმოდგენილი (მათ შორის საქართველოში თბილისში) და TOU ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან
07 სექტემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ნაკაშიძისა და თურქული კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”- ის წარმომადგენლების შეხვედრა მარადიდის მოსახლეობასთან

მსგავსი

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ
01 აგვისტო 2020

ილია ნაკაშიძე და სიმონ ნოზაძე ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა
14 მაისი 2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კომპანია შპს „ზუგოს“ესტუმრა

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20 მარტი 2020

ბათუმის სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში კორონა ვირუსთან (Covid2019) დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო
27 თებერვალი 2020

ილია ნაკაშიძე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სეირან ბაროიანის საიუბილეო პერსონალურ გამოფენას, შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის და 60 წლის იუბილეს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R