საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

პარლამენტარები 18 სექტემბერი 2019
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს - კლოდ კერნს და ტიტუს კორლატეანს შეხვდა.

საუბრის მთავარი საკითხები საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, და მართლმსაჯულების რეფორმები იყო. საუბარი, ასევე, შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.

მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმა და ახალი რეგლამენტი, რომელიც საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„ვისაუბრეთ საარჩევნო თემატიკაზე, ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, ასევე, საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შედის. საუბარი გვქონდა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. დავპირდით ჩვენს კოლეგებს, რომ უახლოეს დღეებში საპარლამენტო განხილვა დაიწყება. ასევე, გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით და აქაც, პირობა მივეცით ჩვენს კოლეგებს, რომ შესაბამისი პროცედურა პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ზოგად ასპექტებზე“, -  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R