საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 09 Sep 2015
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან

ქარსაფარი ზოლების არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაჩნდა, როდესაც მასობრივად დაიწყო ქარსაფარ ზოლებში ხეების ჭრა, ამას წლების შემდეგ დაემატა კლიმატური ცვლილებები, რაც დღეს ქვეყანაში უკვე იწვევს თითქმის ყველა სახის მიწის დეგრადირებას, შირაქში კი გაუდაბნოების პროცესიცაა დაწყებული. აღნიშნული პრობლემის დაძლევის გზებზე იმსჯელეს დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ქარსაფარი ზოლების აღდგენა და განახლებაა საჭირო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხს ართულებს ასვე ამ მიმართულებით სამართლებრივი რეგულაციების არარსებობა, მწირია ინფორმაცია მესაკუთრეებისა და მფლობელების, ასევე ფართობების შესახებ, არასრულყოფილია მონაცემთა ბაზაც. ამ პრობლემის შესწავლა და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კომიტეტს გიგლა აგულაშვილი ხელმძღვანელობდა. დღევანდელ შეხვედრაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა კომიტეტში შემუშავებული „ქარსაფარი ზოლების შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი დებულებები გააცნო შეკრებილთ და მათ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა. „ქარსაფარი ზოლების თემა რომ აქტუალურია, ეს განსაკუთრებით კლიმატური ცვლილებების პროცესში გამოიხატა და მათი მნიშვნელობა დღეს უფრო დიდია, ვიდრე ეს 20-30 წლის წინათ იყო. მიწების დიდი ნაწილი რომ ნაკლებად ნაყოფიერია, ამაში წვლილი სწორედ ქარსაფარი ზოლების განადგურებას მიუძღვის,“ - განაცხადა ივერი ახალბედაშვილმა და აქვე აღნიშნა, თუ რა საგანგაშო მონაცემს იძლევა ამ მიმართულების კვლევები.

შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ მთავარ მიზანს, ამოსავალიწერტილს წარმოადგენს ქვეყანაში ქარსაფარი, ანუ დაცვითი ზოლების აღდგენა-განახლება, რამაც ხელი უნდა შეუშალოს ნიადაგის გამოფიტვას, დეგრადაციას. მათი აზრით, საბოლოო შედეგის მისაღწევად კი, კანონმდებლობის შემუშავების პარალელურად, პრაქტიკული ნაბიჯები დღეიდანვე უნდა გადაიდგას.

შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები კი ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად და წასახალისებლად უახლოეს მომავალში პრაქტიკულ წინადადებებს წარმოადგენენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
20 May 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა

მსგავსი

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს
29 Apr 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს
28 Apr 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო
27 Apr 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში
26 Apr 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R