საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 07 ივნისი 2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი პირველადი შეკითხვები, პირველადი დამოკიდებულება, მათ შორის, პროცესთან დაკავშირებით, პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი კანონით. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, მიიღოს პასუხი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, კომისია ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს.
„ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს დაჭერა, თუმცა ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა. უახლოეს მომავალში ჩვენთან, კომისიაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან დღეს პირველი შეხვედრა შედგა და ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. 

„დღეს გვქნოდა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვაში და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია, ეს არის აუცილებელი პროცესი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება ასეთი ტიპის ინტერაქცია, მეც როგორც თავმჯდომარეს და ასევე, მთლიანად კომისიასაც“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
10 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მსგავსი

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა
06 სექტემბერი 2018

სერგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
05 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს
04 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს
03 სექტემბერი 2018

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R