საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების შეხვედრა სუამ-ის გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) 23 თებერვალი 2016
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების შეხვედრა სუამ-ის გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან

მიმდინარე წლის განმავლობაში სუამის თავმჯდომარე ქვეყანა აზერბაიჯანია. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა, ალექსანდრე ქანთარიამ და ვახტანგ ლემონჯავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, სუამ-ის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. როგორც აღინიშნა სუამმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა იგი გახდეს უფრო ეფექტური და მძლავრი ბერკეტი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„აზერბაიჯანის გააქტიურება სუამის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთკავშირის აქტივაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანზიტო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, აბრეშუმის გზის გამოყენებაზე, სხვადასხვა მიმართულებით - განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ალთაი ეფენდიევს აქვს სერიოზული გამოცდილება და ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებული ხედვა. ვფიქრობთ, რომ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში ის მოიტანს ახალ ენერგიას, რითაც სუამ-ის ფუნქციონალური დატვირთვა შემდეგი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ვახტანგ ლემონჯავამ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მცოდნოდა ქვეყნის პოზიცია და ინტერესები, თუ როგორ შეიძლება ის ავსახოთ საერთო პროექტებში და საქმეებში. შეხვედრაზე ქართველ კანონმდებლებთან ერთად გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მიმოვიხილეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები. ვისაუბრეთ თუ რა ახალი შესაძლებლობები იხსნება ურთიერთთანამშრომლობისთვის. ჩვენი ხედვები, თანამშრომლობის პრიორიტეტები და მიმართულებები ერთმანეთისას ემთხვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ სუამის ქვეყნები კიდევ უფრო მეტად გავერთიანდეთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ეკონომიკურ პროექტებში“, - განაცხადა სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო
12 თებერვალი 2021

გიორგი ხელაშვილი ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების ონლაინ შეხვედრას დაესწრო

მსგავსი

საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
10 თებერვალი 2021

საპარლამენტო დელეგაციამ, ონლაინ ფორმატში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა
02 დეკემბერი 2019

გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა

ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ
27 სექტემბერი 2018

ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ

 საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა
18 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R