საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 06 მაისი 2020
ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და  სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერსედეს ვერა-მარტინთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

სავალუტო ფონდის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საქართველოსთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი რესურსი ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული საბიუჯეტო დახმარებიდან 201.3 მლნ დოლარი დღეს გადმოირიცხა.

ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა მერსედეს ვერა-მარტინს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც სავალუტო ფონდისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას იღებს. მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, თანხა ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამების და ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფასების სტაბილურობის საკითხებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორის მდგრადობის საკითხებს, მათ შორის საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დროს. ირაკლი კოვზანაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია გარკვეული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც შემოსულია პარლამენტში. კერძოდ, „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პენსიების ინდექსაციას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს გაკოტრების შესახებ კანონპროექტზეც.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული „პანდემიამ ბუნებრივია, გავლენა იქონია პარლამენტის საქმიანობაზე, აპარატის თანამშრომლები დისტანციურად სახლიდან მუშაობენ, ამის მიუხედავად, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს საფინანსო და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
22 მაისი 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მსგავსი

პაატა კვიჟინაძე: პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების შესწავლას მოჰყვა ის, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა იზრდება
18 მაისი 2021

პაატა კვიჟინაძე: პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების შესწავლას მოჰყვა ის, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა იზრდება

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება
13 მაისი 2021

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა
20 აპრილი 2021

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R