საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარალმენტის დელეგაცია რატი იონათამიშვილისა და ვანო ზარდიაშვილის შემადგენლობით, CRPD-ის მონაწილე ქვენების 12-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

პარლამენტარები 12 ივნისი 2019
საქართველოს პარალმენტის დელეგაცია რატი იონათამიშვილისა და ვანო ზარდიაშვილის შემადგენლობით, CRPD-ის მონაწილე ქვენების 12-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პარალმენტის დელეგაცია რატი იონათამიშვილისა და ვანო ზარდიაშვილის შემადგენლობით 11-13 ივნისს, ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში, CRPD-ის მონაწილე ქვენების 12-ე საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD) გენერალური ასამბლეის მიერ 2006 წლის 13 დეკემბრის 61/106 რეზოლუციით იქნა მიღებული და ძალაში 20-ე სარატიფიკაციო წესით 2008 წლის 3 მაისს შევიდა.

კონვენციის მე-40 მუხლი ადგენს, რომ „მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად შეხვდებიან მონაწილე სახელმწიფოთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა განიხილონ წინამდებარე კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.” საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცრება 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი CRPD-ის მონაწილე ქვენების საერთაშორისო კონფერენციაზე. დაგეგმილი გვაქვს უმაღლესი დონის ინდივიდუალური შეხვედრებიც. წელს გვაქვს სიახლეები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთათვის ფუნდამენტური რეფორმები დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. კერძოდ, „მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე” მუშაობის დაწყება, „უნივერსალური დიზაინის” ახალი ეროვნული სტანდარტების შემუშავება და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისთვის ოფიციალური პროცედურების დაწყება, რომლის დადგენილების პროექტი წინა კვირას წარედგინა პარლამენტის ბიუროს, ხოლო საკომიტეტო განხილვებს მომავალი კვირიდან დავიწყებთ” - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. 

ასევე, ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ  - „ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კომუნიკაციების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, რაც წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ამ ეტაპზე, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.”

CRPD-ის მონაწილე ქვენების საერთაშორისო კონფერენციაზე წელს სამი ძირითადი საკითხი განიხილება:

1. ტექნოლოგია, დიგიტალიზაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაძლიერებისა და ჩართულობისთვის;
2. სოციალური ჩართულობა და ჯანმრთელობის უფლება;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურის, დასვენებისა და სპორტის მეშვეობით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
12 მაისი 2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსგავსი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი
12 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“
24 სექტემბერი 2020

ლევან კობერიძე: „ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში“

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე
01 სექტემბერი 2020

საინფორმაციო ბრიფინგი ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა
31 აგვისტო 2020

ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R