საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თავმჯდომარე 08 აგვისტო 2016
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რვა წლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება მომხდარი ტრაგედია და იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მეტად დაცული, აუცილებელია უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.

„რვა წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან. რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველა, უფრო და უფრო უკეთ ვიაზრებთ იმ გმირობას, რაც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამოქალაქო პირებმა და რვა წლის შემდეგ ის ტრაგედიაც და ის ტკივილიც, ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის პასუხი გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა. საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც მოხდა რვა წლის წინ, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ქართველი ხალხია ერთ მუშტად შეკრული და საკუთარი სამშობლოს დასაცავად კიდევ უფრო მეტადაა მობილიზებული.


ჩვენც ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაცია ნატოში. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალით და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ნატოს და ჩვენი მოკავშირეების გარეშე ვერ დავიცავთ. ამიტომ არის აუცილებელი უფრო მკვეთრი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და რაც შეიძლება მალე, ჩვენ აღარ გვქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა აღმოვჩნდეთ კვლავ მარტო აგრესორთან დაპირისპირებაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21 მაისი 2021

კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ
19 მაისი 2021

კახა კუჭავა: მეტი ნატო საქართველოში - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
19 მაისი 2021

კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა
18 მაისი 2021

კახა კუჭავა - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R