საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიგი წერეთელმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 13 მარტი 2018
გიგი წერეთელმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, მილი მეჯლისის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია - „პარლამენტარების როლი აბრეშუმის გზის მხარდასაჭერად ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში" მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში 22 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის 100-მდე დელეგატი, მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები, „აბრეშუმის გზის“ განვითარების ეკონომიკურ და კულტურულ სარგებელზე და რეგიონში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობენ. 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მიმართა. მისი განცხადებით, აბრეშუმის გზა ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ვაჭრობა და სავაჭრო კავშირების დამყარება. „აბრეშუმის გზამ, ევრაზიის მასშტაბით, მყარი საფუძველი შექმნა რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირების საკითხში და მათი თანამშრომლობის სფერო გააფართოვა. ისტორიის მანძილზე, აღნიშნულმა პროექტმა ცენტრალური აზიის, კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხელი შეუწყო ისეთი მიმართულებების განვითარებას როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სასაზღვრო თანამშრომლობა. აბრეშუმის გზა იზოლაციონალიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ეს ის პროექტია, რომელიც ეკონომიკურ და კულტურულ სარგებელთან ერთად, ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ, საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში, რაც თავის მხრივ, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას მეტ სარგებელს მოუტანს. 

ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, საქართველოს პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებიან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”
13 მარტი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“
12 მარტი 2021

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში
26 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული კომიტეტის მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
25 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
24 თებერვალი 2021

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R