საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის კონცეფციაზე იმსჯელეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 24 ოქტომბერი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის კონცეფციაზე იმსჯელეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის N 4 ვალდებულების - საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის მომზადებასთან დაკავშირებულ ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაწესებულ ვადებში კონცეფციის საბოლოო დოკუმენტის მომზადება ვერ მოესწრო, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატმა შესაბამისი აქტივობები უკვე განახორციელა და იმის შესაძლებლობა შეიქმნა, რომ წლის ბოლომდე შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული კონცეფცია დამტკიცდეს.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფმა კონცეფციაზე მუშაობა განაახლა და წლის ბოლომდე, სამოქმედო გეგმის დასრულებამდე, შესაბამისი დოკუმენტის მომზადება და დამტკიცება მოხდება.

„ეს ვალდებულება იმისთვის ავიღეთ, რომ შესაბამისი შედეგი მიგვეღო და რაც მთავარია კარგი ხარისხის შედეგი დაიდოს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის აპარატი აქტიურად ჩაერთო კონცეფციის მომზადების პროცესში, ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ უახლოეს მომავალში დოკუმენტის სრულყოფილი ვერსია დამტკიცდეს“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ტექნიკურ მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომელიც უკვე არსებული მოქალაქეთა მისაღების მოდერნიზაციის შედეგად იქმნება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე, საქართველოს მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართულობის ფართო შესაძლებლობებს ანიჭებს, და რაც მთავარია, იგი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც მათთვის სპეციალური სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

შოთა გოშაძემ მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის მიზნით, პარლამენტის სასახლეში, ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის თებერვალში, როდესაც პირველი სტუმრების მიღება იგეგმება, პარლამენტარიზმის მუზეუმი მის დამთვალიერებლებს, ქართულ პარლამენტარიზმზე და მისი განვითარების ეტაპებზე სრულ ინფორმაციას და შესაბამის ექსპონატებს გააცნობს.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შინაარსობრივ ნაწილზე, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ ისაუბრა.

მან სამუშაო ჯგუფის წევრებს პრეზენტაციის ფორმით, კონცეფციის სამუშაო ვარიანტი გააცნო და ცენტრის ფუნქციურ დატვირთვაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.

„პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის მხარდაჭერას და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათზე ადაპტირებული სერვისების გაწევას უზრუნველყოფს. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი პარლამენტის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების რამდენიმე კომპონენტს გააერთიანებს“, - აღნიშნა ქეთევან კვინიკაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საქმიანობა პარლამენტის მოქალაქეთა მისაღების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების სერვისების, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ერთობლივ მუშაობას ეფუძნება.

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი  კუთხეების გამოყოფა და საინფორმაციო ბუკლეტების განთავსება იგეგმება.

პრეზენტატორმა საკანონმდებლო საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი ექსკურსიების ორგანიზებასა და ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო მასალების მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის საქართველოს პარლამენტარიზმის თემაზე მომზადებული სპეციალური ფილმის ჩვენებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში მოსულ სტუმრებს, პარლამენტარიზმის ისტორიის, პარლამენტის მთავარი ფუნქციის და ზოგადად ინსტიტუტის შესახებ დეტალურ წარმოდგენას შეუქმნის.

ქეთევან კვინიკაძემ საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების საფეხურის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების საკითხზეც ისაუბრა.

„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლების მიმართულებასაც მოიცავს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის სასწავლო ცენტრი, სპეციალურად მომზადებული სასწავლო მოდულის გამოყენებით,  სამოქალაქო განათლების პროგრამის პედაგოგებს გადაამზადებს, რომლებიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მიღებული ცოდნის ინტეგრირებას მოახდენენ, გადაცემული ინფორმაციის შედეგად კი, მოსწავლეების შესაბამისი ინფორმაციით აღჭურვა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქეთევან კვინიკაძემ.

შეხვედრის დასასრულს, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მიმართ გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი ინფორმაციებისთვის პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეებს მადლობა გადაუხადა.

ეკა ბესელიას შეფასებით, იგი სრულად იზიარებს კონცეფციის შინაარსობრივ მიდგომებს, თუმცა დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის აპარატის უფროსთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრის გამართვა, რომელზეც კონცეფციაში შემავალი ყველა დეტალის დაზუსტება და შეჯერება მოხდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
11 მარტი 2021

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
09 დეკემბერი 2020

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს
23 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

16 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
14 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R