საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 13 მაისი 2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ჰქონდა 2020 წლის განმავლობაში როგორც აქტივობის, ასევე შინაარსობრივი მუშაობის თვალსაზრისით და მონიტორინგისა და მოკვლევების მიმართულებით.

„საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულება 1992 წლიდან იწყება, როდესაც პირველი დეკრეტი იქნა მიღებული. პირველი უწყება ანტიმონოპოლიური სამსახური ჩამოყალიბდა 1996 წელს და იარსება 2004 წლამდე, რის შემდეგაც დაიწყო სრულიად ახალი მიდგომა 2014 წლამდე. 2014 წლიდან ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, უწყება ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ერთეული, შეიქმნა კანონმდებლობა - „საქართველოს კანონი კონკურენციის შესახებ“, სადაც განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლითაც კონკურენციის სააგენტო ხელმძღვანელობდა 2020 წლამდე. 2020 წელი, მიუხედავად პანდემიისა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კერძოდ, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც, ერთი მხრივ, გააძლიერა კონკურენციის აღსრულება საქართველოში და, მეორე მხრივ, დაგვემატა ახალი ფუნქციები“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისი თქმით, 2020 წელს მიღებული იქნა კანონი ანტიდემპინგური საქმიანობის შესახებ, რომელიც ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან და განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყება.


მან ისაუბრა სააგენტოს უფლებამოსილებების მიმართულებების შესახებ და თითოეული მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია 2020 წლის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები კონკურენციის სააგენტოს მიმართ, რაც გულისხმობდა ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. 7 რეკომენდაციიდან საკანონმდებლო ცვლილებებმა პრაქტიკულად 6 რეკომენდაციას უპასუხა, როდესაც აისახა ყველა ის შინაარსობრივი შენიშვნა კანონმდებლობაში. ერთ-ერთ რეკომენდაცია იყო, რომ სააგენტოს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს შეთანხმება USAID-თან და 2021 წლის ბოლოს უკვე გვექნება ეს რეკომენდაციაც შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სხდომაზე დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანია უწყებისთვის და ზოგადად კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისთვის.

„დოკუმენტში სიღრმისეულადაა წარმოდგენილი სრული ინფორმაცია, რომლის გაცნობის შემდეგაც, სრული შთაბეჭდილება იქმნება სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყველა მიმართულებით. თემები, რომელიც განხილულია ანგარიშში, არსებითად მწვავე და მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოების ინტერესი ამაზე ძალიან დიდია და თითოეულ მათგანზე შეიძლება ცალკე საკომიტეტო მოსმენის გამართვა. მაგალითად, საწვავის ფასებთან, ფარმაციის ბაზართან და ა.შ. ყველა თემა განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ამ მიმართულებით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც იქნება მჭიდრო“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R