საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებითა და სამოქმედო გეგმით უწყებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა კანონის აღსრულების კუთხით უწყების პროგრესისა და გამოწვევების შესახებ.

„გაეროს ბავშვთა ფონდის და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით, სოციალური მუშაობის გამართული სისტემის ჩამოყალიბებისა და კანონით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა არაერთი სამართლებრივი აქტის მომზადებაზე. შემუშავდა სოციალური მუშაობის პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც აღწერს იმ პროფესიულ ნიშნულებს, რომლებიც ორგანიზაციის მიერ დაქირავებული სოციალური მუშაკის მიერ უნდა შესრულდეს“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

მან დეტალურად ისაუბრა სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის შესაბამის ქმედებებზე. მისი თქმით, პროფესიულ თემთან და სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან შეთანხმებით, სოციალური მუშაობის ეთიკის სტანდარტის შესახებ სამართლებრივი აქტი უკვე მზად არის და მალე წარედგინება საქართველოს მთავრობას.

მისივე ინფორმაციით, დამტკიცდა ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების რეგიონული/რაიონული ცენტრების ტიპური დებულება, რომელიც განსაზღვრავს საგენტოს რეგიონული/რაიონული ცენტრების სტრუქტურას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებისა და დამტკიცების მდგომარეობის შესახებ.

„კვალიფიციური სოციალური მუშაკების აყვანის მიზნით ვაკანსიები ცხადდება. წელს დავამატეთ 20 ვაკანსია და პლუს 30 შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა რეგიონებში გვრჩება გამოწვევა, რომ არ გვყავს პროფესიით სოციალური მუშაკები და შესაბამისად, იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება გვიჭირს, რომელიც გვსურს რომ გვქონდეს“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა განათლების სოციალური მუშაკის სტანდარტზე მუშაობის შესახებ.

„სტანდარტი უკვე არის მზად, ასევე სტანდარტმა მიიღო უკუკავშირი სხვადასხვა უწყებებიდან და არის დამტკიცების პროცესში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, წელს სამინისტროს ვალდებულება ჰქონდა 50 სოციალური მუშაკის აყვანის, გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა 28 პირი. დარჩენილ ვაკანსიებზე კვლავ ცხადდება კონკურსი.

„ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსად, ჩვენც გაგვიჭირდა რეგიონებში სოციალურ მუშაკთა მოძიება და გვაქვს მოლოდინი, რომ მალე შევავსებთ რეგიონებში ამ ადგილებს“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა გადამზადების პროგრამის თაობაზე, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.

იუსტიციის სამინისტროს ანგარიში კანონის აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარმოადგინა.

მან ისაუბრა პენიტენციური სისტემის, პრობაციის სისტემისა და აღსრულების ბიუროს მხრიდან საკითხთა მოწესრიგების პროცესის თაობაზე.

„24-საათიანი რეაგირების მექანიზმი პენიტენციურ სისტემაში აქტიურად ფუნქციონირებს, ვინაიდან როგორც ბრალდებულები, ისე მსჯავრდებულები არიან 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ საჭიროებისამებრ. პრობაციის სისტემაში მწვავე საჭიროება შეიძლება არ იყოს, მაგრამ ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც არის კანონით დავალდებულები და, შესაბამისად, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ემსახურება არასრულწლოვანებს, თუმცა დაგეგმილია ამ არეალის გაფართოება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის ინფორმაციით, დარჩენილია 10 მუნიციპალიტეტი, რომელმაც ვერ შეძლო დებულებებში ცვლილებების შეტანა, რადგან საკრებულოს სხდომების ჩატარებას ელოდებიან.

„ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ეს 10 მუნიციპალიტეტიც შეასრულებს თავის ვალდებულებას. მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული კანონის აღსრულების პროცესში“, - აღნიშნა მომხსნებელმა.

მან ისაუბრა რეგიონებში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და მისი მოგვარების გზებზე.

უწყებების წარმომადგენლებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

სხდომაზე ექსპერტებისა და არამსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან მოსაზრებები გამოითქვა.

გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა და გამოწვევა, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, მუშაობა გაგრძლდება.

კომიტეტის სხდომაზე, ასევე, გაჟღერდა რიგი ინიციატივები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულების პროცესში თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის პროგრესი, რომელიც სხდომაზე იქნა უწყებების მიერ წარმოდგენილი. მან ისაუბრა გამოკვეთილ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზებზე, კვალიფიკაციურ მუშაკთა გადამზადების მექანიზმზე, ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხზე, ვალდებულებების აღსრულების ვადებზე.

„დღევანდელ სხდომაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. კომიტეტი იმუშავებს რეკომენდაციებზე უწყებებისა და დაწესებულებების მიმართ. ასეთი შეხვედრები და სხდომები კიდევ გაგრძლდება. დღეს გაჟღერებული კონკრეტული ინიციატივების თაობაზე გავმართავთ სამუშაო შეხვედრას. გამოიკვეთა პრობლემები, რომელთაც შესწავლა სჭირდება. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ 1 ივნისამდე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვადის ერთხელ გადავადება უკვე მოგვიწია, რაც, რა თქმა უნდა, პანდემიით იყო გამოწვეული. პროგრესი გვაქვს, სამომავლო გეგმები და ხედვა ჩანს რეალურად და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობ, პროცესი სწორად ვითარდება, რადგან რამდენიმე თვის წინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე დასახელებული ბევრი პრობლემა გადაჭრილია დღეს. ამასთან, ეს არ იყო მცირე მოცულობის პრობლემები. ამისთვის, ყველა ადამიანს, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო და მადლობას ვიხდი ასევე ყველა იმ დეპუტატს, ორგანიზაციას, ექსპერტს, ასევე კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ვიცნ ამ კანონის მიღებაზე უზარმაზარი სამუშაო გასწია. მართლაც, წარმოუდგენელია, როგორ მუშაობდა ეს მიმართულება ამ რეფორმების დაწყებამდე. ეს იმ ადამიანების თავდადების ხარჯზე ხდებოდა, რომლებიც სოციალური მუშაკები არიან. მინდა გამოვხატო ჩვენი დიდი პატივისცემა, მადლიერება და დაფასება თითოეული ამ ადამიანის მიმართ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R