საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის  ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.0 პროცენტი, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

რეალური მშპ-ს კლება იანვარში 11.5 პროცენტი, ხოლო თებერვალში 5.1 პროცენტი დაფიქსირდა. 2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.8 პროცენტის დონეზეა. 2021 წლის მარტში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 4.1 პროცენტით გაუფასურდა და 3.41 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე.

„2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია; აქედან, ექსპორტი 820.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ აშშ დოლარს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 134.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 89.9 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 53.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, 2021 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 343 103.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 3 378 227.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.1%.2021 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 954 508.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 3 010 579.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.9%.გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 652 820.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა  2 661 329.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3%.

კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ კანონს, სოციალური მუშაობის შესახებ კანონსა და ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელთა იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე ხომ არ ემუქრება მომდევნო პერიოდისთვის ფინანსური თვალსაზრისით.

„თითოეული ეს კანონი გარკვეული გრაფიკით არის გაწერილი. ვფიქრობ, ის ღონისძიებები, რაც კანონით არის გაწერილი, შესრულდეს, თუმცა ძალიან რთულია თქმა იმისა, მომდევნო წელს რისი შესაძლებლობა გვექნება. დიდი ალბათობით, შევძლებთ შესრულებას, თუმცა რა თქმა უნდა, რისკები ახლავს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც, სამწუხაროდ, 2020 წლიდან ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, ასევე, პენიტენციური სისტემის მიმართულებით დასმულ კითხვას მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„აპრილმა საკმაოდ პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მოგვცა და არცერთ იმ პროგრამას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რესურსის გამო შეფერხება არ ექნება“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, საჭირო იქნება ახალ ინიციატივებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას.

„ბავშვთა სიღარიბე რა თქმა უნდა დიდი გამოწვევაა და ადეკვატური რეაგირება საჭირო იქნება, რაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენი სოციალური ხარჯების ეფექტურობა უნდა გავზარდოთ. შეიძლება სოციალური ხარჯების მაჩვენებლების წილი მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში მზარდი იყოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების 3 თვის თაობაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R