საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 14 May 2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„ძირითადი მიმართულებები, რომელიც ამ დროისთვის არის განსაზღვრული, უკავშირდებოდა 1 აპრილამდე შესასრულებელ ვალდებულებებს და გულისხმობდა ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი სამოქმედო გეგმების დამტკიცებას. ამაში იგულისხმება როგორც ცენტრალური ორგანოების დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე მუნიციპალურ დონეზე არსებული დაწესებულებები, რომელთა მხრიდან ვალდებულებების შესრულება იქნება განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანი. გასულ სხდომაზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები უწყებების მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო დღემდე გაწეული სამუშაოებისთვის ყველა უწყებას, რომელიც ამ კანონის იმპლემენტაციის პროცესში იყო ჩართული და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაკა ფერაძეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის სახელით ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მუშაობის კოორდინირების გზით უკეთესი შედეგები გვქონოდა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს გვქონდა. გვაქვს გაუმჯობესება, მაგრამ აუცილებელია აქცენტების გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც გამოიკვეთა ამ მიმართულებით და სამომავლოდ იქნება გარკვეული აქტივობები დასაგეგმი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, არის ისეთი სამსახურები, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ სამოქმედო გეგმა მიუხედევად იმისა, რომ კანონი ერთი წლის მიღებულია.

„კარგია ის, რომ 62-დან მხოლოდ 16 მუნიციპალიტეტი დარჩა, მაგრამ ესეც არის იმის ინდიკატორი, რომ იმ 16 მუნიციპალიტეტში შშმ საკითხები დღეს აქტიურად არ მუშაობს, სხვანაირად არ მოხდებოდა ასე. თუ მათ უნდათ, რომ ეფექტურად გაიხარჯოს რესურსები, შშმ პირების საჭიროებებზე გათვლილი და მორგებული პროგრამები განახორციელონ, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ შშმ პირებთან, უფრო მეტად უნდა დაუჯერონ მათ და საკუთარ რეგიონებში ხელი შეუწყონ შშმ თემის გაძლიერებას. ეს უზრუნველყოფს ეფექტური და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სახელმწიფოსთვის არის პირველ რიგში კარგი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა ვადებთან დაკავშირებით შეთანხმება, რისთვისაც ყველაზე გონივრული იქნება ვადა განისაზღვროს 1 ივნისამდე.

სხდომაზე კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ და კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა.

თითოეულმა გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა კანონის იმპლემენტაციის მიზნით როგორც სადღეისოდ განხორციელებულ სამუშაოებზე, ასევე, მიმდინარე აქტივობებზე და ვადებზე, რომლის ფარგლებშიც გეგმავენ კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას.

სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია შშმ თემის ჩართულობა კანონის აღსრულების პროცესში და მათთან კომუნიკაცია 

„ეს არის არა უბრალოდ ფორმალიზებული მოთხოვნა კანონის მხრიდან ან კომიტეტისა თუ სახალხო დამცველის მხრიდან, ეს არის რეალური საჭიროება, რომელიც თითოეულ უწყებას უდგას დღის წესრიგში. ეს არის საჭიროება, რომ როდესაც ესა თუ ის უწყება აკეთებს კარგ და კეთილ საქმეს, ეს ამ საქმის ბენეფიციარებისთვის იყოს ხილვადი და კარგად აღქმადი. ამ ტიპის კომუნიკაცია იქნება საჭირო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით რეალურად წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი კიდევ უკეთესი იქნება. ტემპი სტანდარტულთან შედარებით უნდა იყოს გაორმაგებული, რადგან ძალიან ბევრი რამ ხელიდან გვაქვს გაშვებული, ბევრი რამ შეიძლებოდა  გაკეთებულიყო უფრო ადრეც. მთავარი ჩანაფიქრი და მისია, რაც ამ კანონს აქვს, ეს არის, რომ წლიდან წლამდე ამ მიმართულებით სახელმწიფომ და მასთან ერთად საზოგადოებამ ჩქარი ტემპით წინ იაროს. კერძო სექტორისადმი დაკისრებული ვალდებულება იქნება მომდევნო რამდენიმე სხდომის თემა და ამ მიმართულებით გვექნება ყურადღება გასამახვილებელი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, კომიტეტი მოამზადებს კიდევ ერთ დოკუმენტს რეკომენდაციების სახით, რომელიც შესაბამის უწყებებს დაეგზავნება.

„გვექნება შემდგომი გეგმები და ნაბიჯები გასაანალიზებელი. მივესალმებით სხდომაზე გამოთქმულ ინიციატივებსა და სიახლეებს, რომელიც გამიზნულია, სახელმწიფოში შშმ პირთა უფლებების დაცვის უკეთესი სტანდარტებისა და მექანიზმებისთვის. ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამავე საკითხთან დაკავშირებით, 14 ივნისამდე კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R