საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ახალი თემატური მოკვლევის დაწყების ინიცირება მოახდინა

მედია და საზოგადოება 15 აპრილი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ახალი თემატური მოკვლევის დაწყების ინიცირება მოახდინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მოახდინა თემატური მოკვლევის დაწყების ინიცირება საკითხზე - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის წარმოებაზე, პროდუქციაზე მოთხოვნასა და მოხმარებაზე. მისი თქმით, თემატური მოკვლევის განხორციელების ინიციატორი ამავე კომიტეტის წევრი ხატია წილოსანია.

თავის მხრივ ხატია წილოსანმა კოლეგებს გააცნო ინფორმაცია თემატური მოკვლევის არსსა და მიზნებზე. მისი თქმით, 2020 წელს პანდემიის ნეგატიური ზემოქმედებისა ზოგადად ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობა იყო ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, სადაც პოზიტივი დაფიქსირდა.

„ამის მიუხედავად, ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს გამოწვევები და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი იმისთვის, რომ უკეთესად მოხდეს დაგეგმვა, თუ სად უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ინტერვენციები და სად უნდა გაკეთდეს ის კონკრეტული ჩარევები, რომლებიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგების სტაბილურად განვითარებას და, მეორე მხრივ, აღმოაჩენს იმ საჭიროებებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მეურნეობის დარგის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. ასევე ქვეყანა მუშაობს ეკონომიკური განვითარების ათწლიან გეგმაზე და ჩვენ გვინდა, რომ ამ თემატური მოკვლევით სწორი მიმართულებები მივცეთ, სად უნდა განხორციელდეს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა დარგში და გარდა ამისა, კარგად გავაანალიზოთ რა იყო ის მთავარი ნეგატიური შედეგები, რამაც დარგის განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

ამგვარად, თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მოკვლევის შედეგად მოხდება კორონავირუსის გავლენის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების მიზნით.

თემატური მოკვლევის სამოქმედო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 21 ივნისი, რის შემდეგაც დაგეგმილია კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
თემატური მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით მომხსენებელი იქნება ხატია წილოსანი, თემატური ჯგუფის წევრები იქნებიან ასევე ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი თემატური მოკვლევის დაწყებას და შესაბამისი ჯგუფის შექმნის საკითხს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოეხმაურა ამავე კომიტეტის ორი წევრის - კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის ალექსანდრე მოწერელიას და შალვა კერესელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ქართული ოცნების დატოვების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ „მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი რჩებიან აგრარული სექტორის გულშემატკივრებად და ყველა მნიშვნელოვან და საერთო მიზნის მისაღწევ საკითხებზე ექნებათ კონსტრუქციული თანამშრომლობა“.

კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

"საქართველოს მელიორაცია" სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ამასთანავე კომპანია ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია ქვეყანაში. კომპანიის სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდა; წყალმომხმარებელთა ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის მისაღწევად და სხვა.

ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით წითლიძემ წარმოადგინა.

მანამდე, ზოგადად მელიორაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, დარგში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიაწოდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, დარგის აქტიური დაფინანსება 2013 წლიდან დაიწყო და დიდი მოცულობის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში სარწყავი და დრენირებული მიწის ფართობები. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 400 მლნ ლარია მიმართული როგორც აღდგენითი, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. დღეს მაგისტრალურ არხებზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ყურადღება უკვე შიდა ქსელების რეაბილიტაციისკენაა მიმართული. უხლოეს გეგმებშია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნება, წყლის აღრიცხვის განხორციელება და იმის მიღწევა, რომ ტარიფი მიბმული იყოს მოხმარებული წყლის რაოდენობაზე.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე შარშანდელი წელი მათი უწყებისთვისაც რთული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანობა უწყვეტი სერვისების მიწოდებაზეა გათვლილი, მუშაობა ფაქტობრივად არ შეუჩერებიათ. შესაბამისად, გრძელდებოდა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებიც. მან დეტალურად ისაუბრა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებზე და მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, კომიტეტის წევრებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, სხდომაზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უწყების მისამართით კონკრეტული წინადადებები და კითხვები ჰქონდათ ადგილებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც აღინიშნა, მიღწეული წარმატებების შედეგად, პრობლემები ადგილებზე მაინც რჩება, ვინაიდან მოსახლეობა სარწყავი წყლით სრულად არ არის უზრუნველყოფილი. აქვე ისიც ითქვა, რომ მთავრობასთან შეთანხმებით, ეს წელი წყლის წლად არის გამოცხადებული და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს მეტი სავარგული მორწყას და, შესაბამისად, მეტი მოსავალი მიიღოს.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონებისათვის კონკრეტული შეთანხმებებიც მოხდა, განხილვის შედეგების მიხედვით კი საბოლოოდ კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R