საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების ანგარიშები მოისმინა

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების ანგარიშები მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

მოხსენებები, შესაბამისად, სოფლის განვითარების სააგენტოს უფროსმა ილია თამარაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა წარადგინეს.

მომხსენებლების მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული პრეზენტაციების გაკეთებამდე, კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოკლე ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2019 წელს დაიწყო და 2020 წელსაც გაგრძელდა სოფლის განვითარების სააგენტოს გარდაქმნა. მისი თქმით, თავდაპირველად ეს იყო სააგენტო, რომელიც რეალურად მხოლოდ პროგრამებზე მუშაობდა, ცალკე იყო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და ცალკე - რეგიონული, ანუ ექსტენციის სამსახური.

„ახალი სამსახურის შექმნა რეალურად ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ახალი სააგენტო პასუხობდეს ევროკავშირის იმ მოთხოვნებს, რომელიც დასაკმაყოფილებელი გვაქვს მიმდინარე ეტაპზეც და უფრო მეტად კი 2024 წლისთვის, როდესაც ჩვენ განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის გარდაქმნის საბოლოო ეტაპი, როდესაც სოფლის განვითარების სააგენტო გადამხდელ სააგენტოდ უნდა გარდაიქმნას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შარშან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესწავლილ იქნა პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის, „აწარმოე საქართველოს“ მიხედვით და დადასტურებულია, რომ ჩვენი სააგენტო, მისი პროგრამები აბსოლუტურად პასუხობს ევროპულ გამოცდილებას, ერთი ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები არის საკმაოდ მწირი, მაგრამ მთავარია, რომ ის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვაკეთებთ სწორებას და განვითარებას, არის აბსოლუტურად იდენტური ევროკავშირის.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თაობაზე საუბრისას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ ცენტრმა სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გარემოს ნაწილთან ერთად, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი ტრენინგი ჩაატარა და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ფერმერებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადგილებამდე მიტანის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო და განათლების ცენტრი ერთობლივად მუშაობენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა ილია თამარაშვილმა ძირითადი ყურადღება ორ მიმართულებაზე გაამახვილა - როგორც იმ სამუშაოებზე, რომლებიც სამინისტროს სისტემური პროგრამების მიმართულებით განხორციელდა, ასევე ანტიკრიზისულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების აუცილებლობა კოვიდ- პანდემიამ დააყენა დღის წესრიგში.

როგორც აღინიშნა, პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა სამინისტროს მხრიდან ისეთი პროექტების შემუშავების საკითხი, რომლებიც ხელს შეუწყობდა ფერმერებს იმაში, რომ ერთი მხრივ, არ შეზღუდვოდათ გადაადგილება და, მეორე მხრივ, ჰქონოდათ წვდომა როგორც ფინანსებზე, ასევე აგრონომიული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაზე. მისი ინფორმაციით, დანერგე მომავლის ფარგლებში მოხდა ერთწლიანი კულტურების დაფინანსების საკითხის დამატება - გაიცა 57 მლნ-ლარზე მეტი თანხის 2900-ზე მეტი სესხი, თანადაფინანსებით 4,2 მლნ. ლარი. ჯამურად, აგროკრედიტის სახით, 57 ათასზე მეტი სესხია გაცემული. დაიწყო ასევე მერძევეობის მოდერნიზების და ბაზარზე წვდომის პროგრამა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჯამური ინვესტიცია 21 მილიონი ლარია. ანტიკრიზისულის ფარგლებში განხორციელდა აგროწარმოების პროგრამა, მოხდა იმპორტირებული ხორბლის სუბსიდირება, რათა მოსახლეობის პურით მომარაგებაში არ ყოფილიყო შეფერხება. ასევე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ არ შეფერხებულიყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროდუქტების იმპორტი და ასე შემდეგ. მან შარშან განხორცილებულ სისტემურ პროექტებზე და პროგრამებზეც ისაუბრა, მათ შორის, „დანერგე მომავალზე“, აგროდაზღვევაზე, „ახალგაზრდა მეწარმეზე“ და სხვა.

ანგარიშის მოსმენა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, სამინისტრო, მისი შესაბამისი სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს სახით, ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას შეძლებისდაგვარად შეუწყონ ხელი, თუმცა მათივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ეს, მათ შორის, ეხება ხორბლის სუბსიდირებას მცირე მეწარმეებისათვის, ხორბლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ქართული ჩაის წარმოების მხარდაჭერას, საინფორმაციო საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და სხვა.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის ძირითად მიზნებსა და ამ უწყების მიერ შარშან გაწეული საქმიანობის თაობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

თამარ ალადაშვილის განმარტებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა; გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ეს არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უმთავრესი მიზნები, რომელთა განხორციელებისთვის ცენტრის თანამშრომლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ცენტრის საქმიანობაში აგრარული კომპონენტი ორიოდ წლის წინ - სამინისტროების გაერთიანების შემდეგ შემოვიდა და 2020 წელს ცენტრმა თავის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ფერმერთა ხელშეწყობაზე და ექსტენციის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, ცენტრის საქმიანობაში არის საინტერესო სიახლეებიც, გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონერების საჭიროებებზეა დაფუძნებული.

სხდომის დასასრულს, კომიტეტმა ორივე უწყების მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R