საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში პანდემიის პირობებში საქმიანობის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 01 აპრილი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტში პანდემიის პირობებში საქმიანობის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - COVID-19 პანდემიის გავლენა სოფლის მეურნეობის დარგზე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, შეხვედრა ტარდება USAID/GGI-ის პროექტის ფარგლებში - „საქართველოს პარლამენტის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერება პანდემიის პირობებში“ და ამ ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს კომიტეტს, მოახდინოს იდენტიფიცირება იმ გამოწვევებისა და პრობლემების, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა აგრარული სფერო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე.

„USAID-ის პროგრამის ფარგლებში კომიტეტს დაეხმარება საკონსულტაციო ჯგუფი, რათა პანდემიის პერიოდში სასოფლო სამეურნეო სექტორში არსებული გამოწვევების სწორი იდენტიფიცირება მოვახდინოთ და ამ გამოწვევებზე სახელმწიფოს და სამინისტროს რეაგირება იყოს სწორი და დროული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტის განმახორციელებელია საკონსულტაციო კომპანია “ეგერია სოლუშენსი” და როგორც მისმა წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ზოგადად პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ხელშეწყობა კონკრეტულად კოვიდის კონტექსტში.

გამოვლენილი და გაანალიზებული იქნება ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება პანდემიით გამოწვეულ ზიანს, საფრთხეებს, რისკებს, შესაძლებლობებს. ეს თავის მხრივ დაეხმარება კომიტეტს განსაზღვროს სამოქმედო გეგმები რა მიმართულებით უნდა იმუშაოს პანდემიის შედეგების აღმოფხვრისათვის.

შეხვედრაზე Covid-19-ის პანდემიით დაზარალებული კომპანიების ხელშემწყობი ღონისძიებების და დარგში არსებული გამოწვევების თაობაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა. წარმოდგენილი იყო ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია პანდემიის პერიოდში სასურსათო პროდუქციის ფასების ცვლილების სტატისტიკის შესახებ.

შეხვედრა, რომელშიც საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, შეხვედრაზე რამდენიმე საყურადღებო საკითხი დაისვა, რომელზეც კომიტეტი ზედამხედველობას განახორციელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R