საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ალუდა ღუდუშაური: ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა

მედია და საზოგადოება 24 მარტი 2021
ალუდა ღუდუშაური: ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ამავდროულად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა სტუდენტური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან მათივე თხოვნით შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის წევრი სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდნენ, ესაუბრა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში ახალგაზრდობის როლზე, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.

ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საქართველოში არსებულ კანონმდებლობასა და სამართლის საკითხებზე.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანებმა სამართლიანობის კუთხით დაცულად იგრძნონ თავი, ამისთვის კი ასევე აუცილებელია თქვენ - ახალგაზრდებს გქონდეთ ცოდნა, რისთვისაც დრო და ენერგია არ უნდა დაზოგოთ“, - მიმართა სტუდენტებს ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობა გაითავისონ. 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აქვე მომავალ შეხვედრებზეც შეთანხმდნენ, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, სხვა სფეროების მიმართულებით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები ფრიად მნიშვნელოვანია, აზრთა ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებზე კი იმის საწინდარი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.

„მსგავს შეხვედრებს, პირველ რიგში, მე ვუყურებ როგორც ჩვენს მომავალ თაობასთან მჭიდრო კონტაქტს და  სინერგიას იმ ჯაჭვში, რომელიც ძველის ახლით ჩანაცვლების პრინციპს გულისხმობს. აი ამ პრიზმიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობასთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო და ახლო კონტაქტი. ეს გულისხმობს სწორედ იმასაც, რომ მათ ასევე ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ არა მომავალში, არამედ ახლაც, ამ წუთსაც ჩართულები არიან სახელმწიფო მართვაში ამა თუ იმ ფორმით. სტუდენტობა ხვალ ნამდვილად  არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული, პრინციპული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა. ამიტომ, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ დღესვე კარგია, რომ ჩვენ ამ მომავალ თაობას ვასწავლოთ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გააზრება  და განცდა იმისა, რომ თვითონაც არიან ამ სახელმწიფოს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ მათი პოზიცია, ჩართულობა და ყოველდღიურობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R