საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: ახალ თაობას აქვს თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, სწორედ ამიტომ, ინვესტიციას ვდებთ ახალგაზრდებში

სასწავლო ცენტრი 12 თებერვალი 2021
არჩილ თალაკვაძე: ახალ თაობას აქვს თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, სწორედ ამიტომ, ინვესტიციას ვდებთ ახალგაზრდებში
„ახალგაზრდებზე ჩვენ მესამე პირში არ ვსაუბრობთ, ჩვენ ერთი თაობა ვართ. მაქსიმალურად შევეცდებით, შევმქნათ თქვენთვის შესაძლებლობები რომ გქონდეთ პირველი სამსახური და დაიწყოთ პროფესიული კარიერა“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, სტაჟირება გაცნობის და საკუთარი ცოდნის და უნარების პოტენციური დამსაქმებლებისთვის წარდგენის კარგი შესაძლებლობაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მსოფლიო პანდემიასა და პანდემიის პირობებში შეცვლილ სამუშაო პროცესზეც. მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკა, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

„თქვენ უშუალოდ გახდით მომსწრე, თუ როგორი ადაპტაცია გაიარა საჯარო სამსახურმა პანდემიის დროს საქართველოში, როგორ გახდა ის დისტანციური და როგორ ცდილობს დაბრუნდეს სამუშაო პროცესში. პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ შესაძლოა ის, რაც პანდემიის განმავლობაში იყო საგანგებო, დღეს და ხვალ გახდეს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. ბევრი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დისტანციური სერვისები, თანამშრომლების ისეთი განაწილება, როგორიც პანდემიის დროს იყო, დავალებების აღსრულების ისეთი სისტემა, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვიყენებდით, შეიძლება, ეს არის ახალი რეალობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ თაობას ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი და სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ინვესტიციას და რესურსს სწორედ ახალგაზრდებში დებს.

„საქართველოს უფლება არ აქვს გაჩერების, საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ჩამორჩეს მოვლენებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟირებასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა სწორედ იმ მომენტში გაიარეს სტაჟირება, როდესაც საქართველოში პოლიტიკა განახლების პროცესშია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R