საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია

თავმჯდომარე 24 მარტი 2021
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია

„საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, მკაფიოდ აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძე გუშინ, აშშ-ის სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე სათანადოდ შეფასდა ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

„მივესალმებით აშშ-ის სენატში საქართველოს მიმართ გამოხატულ ძლიერ მხარდაჭერას. საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინის ლიდერობით გაიმართა, სათანადოდ შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებს. მკაფიოდ აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირე და პარტნიორია და ქვეყანას პროდასავლური კურსისგან არასდროს გადაუხვევია; აღინიშნა, რომ ეუთო/ოდირ-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, კონკურენტულ გარემოში და ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. მკაფიოდ ითქვა, რომ პარლამენტში არშესვლა და პოლიტიკური პროცესის ბლოკირება პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონს და კანონის დარღვევა ვერ იქნება მხარდაჭერილი. რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემების და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, საქართველო განაგრძობს რეფორმებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R