არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თავმჯდომარე 15 მარტი 2021
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის.