არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
მედია და საზოგადოება 29 Apr 2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით, 86 ხმით, მხარი დაუჭირეს არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.
არჩილ თალაკვაძე რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად, უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.