არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
თავმჯდომარე 31 მარტი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეროვნული მოძრაობის გმირის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო.
არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი პრეზიდენტის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, 1939 წლის 31 მარტს, თბილისში დაიბადა.