საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია: „მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ კანის ფერისა - ყველას განვიხილავთ თანასწორ მოქალაქეებად“

მედია და საზოგადოება 15 მარტი 2021
ბექა ოდიშარია: „მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ კანის ფერისა - ყველას განვიხილავთ თანასწორ მოქალაქეებად“
ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას მხარი დაუჭირეს  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ უმცირესობებზე, ტოპონიმი საქართველოს შემთხვევაში, ალბათ არის პირობითი. მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ კანის ფერისა აბსოლუტურად ყველას განვიხილავთ ჩვენს თანასწორ მოქალაქეებად. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ზუსტად ისეთივე მშობლიურნი და  საინტერესონი არიან ჩვენთვის, როგორც ეთნიკურად ქართველები. ჩვენ ვაშენებთ მრავალეთნიკურ სახელმწიფოს. ჩვენი დედაქალაქი ალბათ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური ქალაქი, რაც ჩვენი სიამაყეა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ სხდომაზე აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარედ, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე დაასახელა. მან ასევე, წარადგინა საბჭოს წევრები, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სხვადასხვა თემების და ასოციაციის  წარმომადგენლები შედიან.

საბჭო  აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

„ეროვნული უმცირესობები ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ამ ეტაპზე საბჭო 16 თემს აერთიანებს და ის ღიაა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესწრებოდა.

„ყველას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ძალიან გვჭირდება  ჰარმონიული თანაცხოვრება, თანასწორობის მიღწევა და ერთმანეთთან თანამშრომლობით საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიღწევა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა,  სამინისტროს წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს შემქნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს დიასპორისა და კავკასიის საკითხებზე მომუშავე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.

სხდომაზე განისაზღვრა საბჭოს განახლებული შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით სხდომაში მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R