საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფარგლებში მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 19 აპრილი 2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფარგლებში მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა თემაზე  - „მსუბუქი მრეწველობის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: „ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება“.

სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ შეხვედრაზე, მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობდნენ კანონმდებლები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.  

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ავეჯისა და შესაფუთი მასალების წარმოებაში არსებული სირთულეებისა და პოტენციალის კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მსუბუქი მრეწველობა მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შორისაა კვალიფიკაციის ნაკლებობა, ნედლეულზე და ინვესტიციაზე წვდომა, ასევე, ბაზარზე წვდომის სირთულეები, მოძველებული დანადგარები და დაბალი ღირებულების მქონე წარმოება.

დარგში არსებული სირთულეების შესახებ ისაუბრეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, დეპუტატებმა.

დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები, „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მსუბუქი მრეწველობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, მაგრამ გამოწვევებით სავსე სექტორია.

„თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ის კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ პირველივე დღიდან დავაანონსეთ, რომ ჩვენი კომიტეტი იქნება ქმედითი პლატფორმა, სადაც სახელმწიფო და საჯარო სექტორი ერთობლივად შეძლებენ იმ პრობლემების განხილვას, რომელიც არსებობს ამა თუ იმ სექტორში და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია.ჩვენ აქ წარმოდგენილ საკითხებს მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ იქ, სადაც შეგვიძლია, განსაკუთრებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში და „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი ამისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, თუ სად შეიძლება გამოიძებნოს გამოსავალი იმ გამოწვევისთვის როგორიცაა კვალიფიციური მუშა-ხელი, რაც დამახასიათებელია ბევრი სექტორისთვის. ასევე, ჩვენი კომიტეტის ფარგლებში მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ საზედამხედველო ფუნქცია და მივყვეთ ამ და არა მარტო ამ საკითხის ბოლომდე გადაწყვეტას და სადამდეც ეს შესაძლებელია,  სახელმწიფო მხარში ედგეს კერძო სექტორს, ბიზნესს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრის შეჯამებისას.   

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R