დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ბაღდათის რაიონის სოფლების, პირველი ოფჩის, დიმის თემისა და ფერსათის თემის პრობლემებზე ესაუბრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, დაზღვევის ახალ პროგრამაზე, ათასლარიან ვაუჩერზე, უმუშევართა აღრიცხვაზე ,დასაქმებასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.
დავით ბაქრაძემ სოფელ დიმში ხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც ლიცენზიის ამოწურვის გამო დროებით გაჩერებულია. პარლამენტის თავმჯდომარე საწარმოს მეპატრონეს, ლევან ნერგაძეს ლიცენზიის აღდგენაში დახმარებას დაჰპირდა, თუ თავის მხრივ ისიც შეასრულებს პირობას და ორმოცდაათამდე ადამიანს დაასაქმებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სამუშო ადგილების შექმნა და მოსახლეობის დასაქმებაა. „ჩვენთვის მთავარია სოფელში შევიტანოთ განვითარება, რომ სოფელმა იგრძნოს უკეთესობა. ეს იქნება მეტი სარგებელი და მეტი კეთილდღეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.