საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით სონღულაშვილი აკირა იმამურას შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2021
დავით სონღულაშვილი აკირა იმამურას შეხვდა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას დაეთმო.

მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იაპონური ბიზნესის შემოსვლას.

დავით სონღულაშვილმა, იაპონიის ელჩს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს პანდემიასთან ბრძოლის და ვაქცინაციის დროულად განხორციელების საკითხი, მათ შორის, ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინაციის აუცილებლობას.

აკირა იმამურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშული საკითხების მიმართ იაპონიის მთავრობის ჩართულობა და სრული მხარდაჭერა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R