საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 29 აპრილი 2021
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უძღვებოდა, დიასპორასთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიმდინარე წლის გეგმის თაობაზე ინფორმაციები მოისმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დასაწყისში აღნიშნა, რომ გარდა პარლამენტის საკომიტეტო მუშაობისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დიასპორებთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.

მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა კომიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტის წევრებს ის საგრანტო პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელებაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუშაობს.

მუხრან გულაღაშვილმა დიასპორული ინიციატივების პროგრამის მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, წელს პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებების გარდა ევროკავშირის წევრობისთვის მზადების პროცესში სახალხო დიპლომატიის ჩართულობას და მხარდაჭერას ითვალისწინებს. მანვე განმარტა, რომ პროგრამაში ეს ნაწილი დეტალურადაა გაწერილი და ევროინტეგრაციის მიმართულებით რიგი პროექტების დაფინანსება და განხორციელებაა დაგეგმილი.

„გარდა აღნიშნულისა, წელს ჩვენ, დიასპორასთან მუდმივი ინტერაქციის და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, გავაკეთეთ საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების საპილოტე პროგრამა, რომლითაც მხარს დავუჭერთ მათ და დავეხმარებით განვითარებაში“, - განაცხადა მუხრან გულაღაშვილმა.

მომხსენებლის განცხადებით, ასევე დასრულებულია ლევილის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ერთი კომპონენტი და მიმდინარეობს სამუშაოები ძირითადი პროექტის სრულად განსახორციელებლად, რომლის დასრულებაც, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის არის გათვალისწინებული.

მომხსენებელმა შეკითხვებს უპასუხა და წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს დეტალური განმარტებები მიაწოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დიასპორულ პროექტებში, რაც ემიგრაციასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R