საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, დამატებით სოციალურ პროგრამებს განვახორციელებთ

მედია და საზოგადოება 16 Apr 2021
დიმიტრი ხუნდაძე: ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, დამატებით სოციალურ პროგრამებს განვახორციელებთ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის, კონკრეტული პროგრამის შემუშავების და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კომიტეტის წევრების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების მონაწილეობით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო. მაგრამ კოვიდ პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, შესაბამისად, ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგებიან სიღარიბის საფრთხის წინაშე.

შესაბამისად, კონკრეტული ოჯახების, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გამწვავდეს, ამიტომ, საჭირო გახდა კონკრეტული პროგრამების რაც შეიძლება სწრაფად შემუშავება, რათა კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ მოზარდები.

სწორედ ამ მიზნით, დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, ღასან ხალილის შეხვედრა, რომელიც გასულ კვირას შედგა.

მაშინ დაიგეგმა სწორედ ფორსირებული მუშაობის აუცილებლობა კონკრეტული სოციალური პროგრამების შესამუშავებლად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვთა სიღარიბის შეჩერებას და შემდეგში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება, მით უმეტეს ბავშვთა სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2010 წლების შემდეგ, დინამიკა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით არის პოზიტიური, ანუ მცირდება დინამიკა და ყველაზე უკეთესი შედეგი იყო 2015 წელს. ამის შემდეგ, იმ პერიოდისათვის ეკონომიკური კრიზისის და ინფლაციის ფონზე კიდევ დაიწყო გაუარესება. ამას, რა თქმა უნდა, ემატება კოვიდ ინფექცია, რამაც თითოეული ოჯახის შინა მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ბავშვები სიღარიბეში ცხოვრების მომატებული რისკის წინაშე დადგნენ. ამიტომ, გარდა იმ პროგრამებისა, რასაც აქამდე სახელმწიფო ახორციელებს, დამატებით 700 მილიონ ლარზე მეტის სხვა სოციალური პროგრამები განახორციელა, რამაც რა თქმა უნდა, სიმწვავე შეამსუბუქა, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და რადგან კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში ამყოფებს მთელ მსოფლიოს, სავარაუდოდ, შესაძლოა სიღარიბე კიდევ უფრო მეტ პრობლემად იქცეს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავამუშაოთ კიდევ დამატებითი სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რომ ბავშვები ვიხსნათ სიღარიბისაგან“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, იუნისეფის, სამინისტროს და კომიტეტის წევრების მონაწილეობით, დღეს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა უმოკლეს დროში განსახორციელებელ გეგმებზე შეთანხმდნენ.

„დღევანდელი შეხვედრა მეტ კონკრეტიკას ეხებოდა. დავგეგმეთ და გავინაწილეთ ფუნქციები, თუ რომელი უწყება რა მიმართულებით აიღებს ვალდებულებას, მაგალითად იუნისეფი აქტიურად იმუშავებს გადაწყვეტილების სავარაუდო ეფექტურობის ანალიზზე და შესაბამისი ინდიკატორებით მის გაზომვაზე. მიზნობრივი კვლევები იქნება ძალიან სასარგებლო, თუ ინტერვენციები რომელი მიმართულებით იქნება უფრო ეფექტური. ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს სავარაუდო პროგრამების მოდელირებას და მის სავარაუდო ფინანსურ რესურსებს გათვლის, მოახდენს უკვე არსებული კვების ვაუჩერის ინდექსაციას და შესაძლებლობების გაზომვას. ეს საკითხები დაგვეხმარება  კონკრეტული გადაწყვეტილებების რაც შეიძლება დროულად მიღებაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R