საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 თებერვალი 2021
დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.

დიმიტრი ხუნდაძემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევაზე - კოვიდ-19-ზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და, ბუნებრივია, საქართველოს და ჩეხეთსაც შეეხო, გაცვალეს ინფორმაცია და გამოცდილება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„გლობალური გამოწვევიდან - კოვიდინფექციიდან გამომდინარე, პრობლემები ჩვენს ქვეყნებში არის მსგავსი როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე ეკონომიკური პრობლემების მხრივ. საერთო შეფასება კი ასეთია, რომ ვერცერთი ქვეყანა, მიუხედავად შესაძლებლობისა, ვერ დაძლევს ამ გამოწვევას ერთობის გარეშე - ერთობლივი მოქმედება ეს არის ერთ-ერთი უალტერნატივო პრაქტიკა კოვიდინფექციასთან ბრძოლის. ვისაუბრეთ ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებაზე, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, პრევენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის მხარე აქტიურად არის ჩართული ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემების გადაჭრის და სფეროს პერსპექტიულად განვითარების კუთხით.

საუბარი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო, მათ შორის, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას და ელჩი გაგებით ეკიდება ამ ვითარებას და აფასებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ხდება ზიანი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და ის ვერ გადაწონის სამართლის უზენაესობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია დაბრუნდება პარლამენტში და ჩვენ, ყველა ერთად, გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას, მის განვითარებას, რაზეც საკმაოდ დაინტერესებული არიან ჩეხეთში, ევროკაშირში და, ზოგადად, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R