ელისო ბოლქვაძემ ლატვიის რესპუბლიკის სეიმის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე არვილს აშერადენსთან ონლაინ შეხვედრა გამართა
მედია და საზოგადოება 07 მაისი 2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, არვილს აშერადენსთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე, ლატვიის ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენსი, ლატვიის ხელოვნების აკადემიის ვიცე-რექტორი, პროფესორი ანდრის ტეიკმანისი, ლატვიის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ულდის ზარინსი.
„შეხვედრაზე განვიხილეთ კულტურული პრიორიტეტები და სახელოვნებო განათლების სისტემის წარმართვის ინოვაციური ხედვები. ასევე, ვისაუბრეთ ბოლონიის პროცესის გავლენებზე ევროპის ქვეყნების სისტემის დაახლოების და ჰარმონიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ შეხვედრის ბოლოს.