საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბიუროს სხდომა

მედია და საზოგადოება 14 აპრილი 2021
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბიუროს სხდომა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, კომიტეტის ბიუროს სხდომა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხრიდან ბიუროს თანათავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.

ბიუროს ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას.

ბიუროს სხდომაზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ტიბელსმა ისაუბრეს.

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

სხდომაზე COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მოხსენება გააკეთა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R