საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

მედია და საზოგადოება 06 მაისი 2021
„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის თანამშრომლობით „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ევროპის კვირეული გაიხსნა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებში.

15 მაისს საქართველოს პარლამენტში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპული კვირეულის 8 გამარჯვებული სტუდენტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება.

„ევროპის დღის აღნიშვნა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არ არის, ეს იმ ფასეულობების ერთგულებისა და მიღწევების დაფასების გამოხატვის კარგი შესაძლებლობაა, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირი ეფუძნება. ერთობა და მშვიდობა, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევაა ყოველდღიურ შრომას და დაცვას საჭიროებს. ევროპული ოჯახის წევრობა, რაც ჩვენ საერთო ფასეულობებს ეფუძნება, საქართველოს სტრატეგიული მიზანია. 2024 წელს ჩვენ ამ გზაზე მნიშვენლოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების სახით. ვისურვებ, რომ თქვენ იყოთ ის ახალგაზრდები, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში რეალურად იქნებით ჩართული და დღეს მიღებულ ცოდნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოახმართ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ,,ევროპული კვირეულის“ გახსნით ღონისძიებაზე.

„ევროპის კვირეული“, Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

25 მარტი 2024

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R