ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.
ასამბლეის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, ფრიდონ ინჯია, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი შედიან.