თამაზ ავდალიანს დღეს დაკრძალავენ

საქართველოს პარლამენტის წევრს, თამაზ ავდალიანს, დღეს დაკრძალავენ. თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2006-2012 წლებში საქმიანობა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ განაგრძო.
2012 წლიდან, თამაზ ავდალიანი, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. იგი ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 30 იანვარს გარდაიცვალა.
თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები.
მისამართი: ვარკეთილი 3, III მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია. გამოსვენება 14:00 საათზე, იეზიდთა სამლოცველოდან.