განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
მედია და საზოგადოება 21 აპრილი 2021
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განათლების სფეროში პანდემიით გამოწვეული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და მათ მოსაგვარებლად საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.
„ყველა საფეხურის ექსპერტებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განვიხილეთ საკითხი, რომელიც განათლების სფეროზე Covid19-ის პანდემიის გავლენას ეხება. გამოიკვეთა რიგი საკითხებისა, რომელზეც კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისად ასახავს მის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა.