საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 05 აპრილი 2021
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ თამარ ტალიაშვილი აირჩიეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.

კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საფუძველი იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსვლის ან/​და​ ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის შემოსვლისა და ყოფნისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულიყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიღებითაც კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები აღნიშნული ცვლილების ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, 1 იანვრიდან თუ 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს მიღების შემთხვევაში კანონი.

ოპოზიციის წარმომადგენლის, ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებით, ცვლილება დაუყოვნებლივ ასამოქმედებელია ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე მოსაზრებას იზიარებენ კომიტეტის სხვა წევრებიც.

კანონპროექტის როგორც ამოქმედების ვადასთან, ასევე აღსრულების მექანიზმთან და პროცედურებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს სხდომაზე მოწვეულმა კერძო სკოლების ხელმძღვანელებმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R