საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე ხატია წილოსანი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2021
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მოადგილე ხატია წილოსანი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ მოადგილეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოს ტყვიით დაბინძურების შესახებ კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით შემუშავებული პროექტის პირველადი ვერსია გააცნეს.

2020 წელს, საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევა, განახორციელა, რომლის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ასევე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩართულობით მომზადდა პროექტი „ეროვნული დიეტური და ნუტრიციული კვლევა საქართველოში: პირველი ნაბიჯი - სურსათისმიერი რისკების რაოდენობრივი შეფასების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“.

კვლევა, რომლის განხორციელებაც 2021-2024 წლებშია დაგეგმილი გულისხმობს საქართველოში სურსათისმიერი, მათ შორის ტყვიის შემცველობით განპირობებული რისკების რაოდენობრივი შეფასების უზრუნველყოფას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სურსათის ინდივიდუალურ დონეზე მოხმარების ფაქტიური კვების შესწავლის გზით

კვლევა მოიცავს როგორც თბილისს, ასევე, საქართველოს 10 რეგიონს და ჯამში გულისხმობს 4000-მდე რესპონდენტის გამოკითხვას, რომლებიც დაექვემდებარებიან მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის პროცესს. ასევე, განხორციელდება ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ნიმუშების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რათა განისაზღვროს ხომ არ ხვდება კონტამინანტები ადამიანის ორგანიზმში ამ წყაროებიდან.

„დღვანდელი სხდომის მიზანია, რომ გავიგოთ სად ვდგავართ, რატომ არის აქტუალური ეს საკითხი და რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლევის ჩატარების მიზანშეწონილობა იყოს დასაბუთებული. რადგან ხშირად ვრცელდება დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებეილი ინფორმაცია, რომ საკვები და ადამიანისთვის განკუთვნილი სხვა სურსათი შეიცავს გადაჭარბებული რაოდეობით სხავადასხვა მძიმე მეტალებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რაც გადამოწმების შედეგად არ დასტურდება. მაგრამ, ვინაიდან არსებობს ეჭვები საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, სწორედ ამის პასუხს მოგვცემს ჩატარებული კვლევები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R