საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 28 ნოემბერი 2019
გელა სამხარაული: პარლამენტი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტებს იხილავს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული უძღვებოდა, მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გამოიტანა და განაცხადა, რომ პირველი მოსმენის დროს გამოთქმული ყველა შენიშვნა, ფაქტობრივად, გათვალისწინებულია. 

მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევა უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად განახორციელონ სხვა საქმიანობაც, რაც დაკავშირებულია კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, შესაბამისად, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდი არ დაიბეგრება 2023 წლის 1 იანვრამდე. რაც შეეხება სხვა საქმიანობისგან მიღებულ შემოსავალს, იგი ჩვეულებრისამებრ დაიბეგრება. 

გელა სამხარაულის შეფასებით, დღეს პარლამენტი მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტებზე მუშაობს, რომელთა შორისაა როგორც დღეს კომიტეტზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

„ეს კანონპროექტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის. ავიღოთ თუნდაც როგორც კოოპერატივებთან დაკავშირებული კანონი და მასში შესატანი ცვლილებები, ასევე დღეს პლენარულ სხდომაზე განვიხილეთ მიწების რეგისტრაციის საკითხი, რაც ძალიან პრობლემური და საჭირბოროტოა ჩვენი მოსახლეობისათვის. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი შეღავათები შემოდის ამ მიმართულებით, რაც სამომავლოდ ჩვენს მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური შემოსავალი მიიღონ, გაიუმჯობესონ თავიანთი ყოფა და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული მათგანისთვის საკუთარი ქონების რეგისტრაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, დაწყებული საქმიანობა გააგრძელოს და სახელმწიფო განვითარების დასახული გეგმის შესაბამისად წავიდეს წინ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა ოპოზიციის წარმომადგენელთა აქციაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, თითქოს დღეს პარლამენტის საქმიანობა რეალობას არ შეესაბამებოდეს და საკანონმდებლო ორგანო მეათეხარისხოვანი საკითხების განხილვით იყოს დაკავებული.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
20 მაისი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა

მსგავსი

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს
29 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს
28 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლზე ზეპირ მოსმენებს აგრძელებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო
27 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში
26 აპრილი 2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ბოლნისში

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R